The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ცხოვრებაშვილი

შოთა ცხოვრებაშვილი
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1920
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 2021  (100 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს; ასპირანტურა 1947 წელს.

სალექციო მუშაობის გარდა, იგი აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. მისი საქმიანობის ძირითად ინტერესს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის რელიეფის შესწავლა და გეომორფოლოგიური კვლევის მეთოდების შესწავლა წარმოადგენდა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი და რექტორთა მრჩეველთა საბჭოს წევრი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო, სასწავლო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის ავტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართლის ბარის დასავლეთი ნაწილის გეომორფოლოგია", დაიცვა 1947 წელს სადოქტორო დისერტაციის თემა - "აჭარა-თრიალეთის მთაგრეხილის გეომორფოლოგია", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ღირსების ორდენი, საქართველოში გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
  • 1983 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: