The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ძუგაევი

გიორგი ძუგაევი
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1913
გარდაცვ. თარიღი:10 აპრილი, 1985  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯომაგი, ჯავის რაიონი.

დაამთავრა ქალაქ სტალინირის (ცხინვალის) პედაგოგიური ინსტიტუტი.

მუშაობდა საოლქო გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში განყოფილების გამგედ, პასუხისმგებელ მდივნად. 1939 წელს გაიწვიეს არმიაში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დემობილიზაციის შემდეგ, 1940-1950-იან წლებში მუშაობდა ჟურნალ "ფიდიოგის" ლიტერატურულ რედაქტორად. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1935 წლიდან. მისი პირველი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთ "კომუნისტში" და ჟურნალ "ფიდიოგში". ეწეოდა აგრეთვე მთარგმნელობით მუშაობას რუსულიდან ოსურ ენაზე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.444-448

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: