The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემილ წერეთელი

ემილ წერეთელი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1955 წელს.

1955 წელს იყო სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-7 რაიონის ექსპედიციის გეოლოგი; 1956-1958წწ. სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-7 რაიონის ექსპედიციის ინჟინერ-გეოლოგი; 1958-1960წწ. სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-6 რაიონის ექსპედიციის გეოლოგიური რაზმის უფროსი; 1960-1963წწ.. თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის ასპირანტი; 1964-1968წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1969-1971წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კომპლექსური ჰოდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური სადგურის მთავარი გეოლოგი; 1972-1978წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური განყოფილების უფროსი; 1978-1991წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსის მოადგილე; 1992-1997წწ. საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს "საქინჟგეოდაცვის" უფროსი; 1998-2005წწ. საქართველოს გეოლოგიური დეპარტამენტის ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრის გენერალური დირექტორი; 2006-2008წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ბუნების სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური კვლევების სამმართველოს უფროსი; 2008-2011წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი; 1992 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება, მთავარი მეცნიერი; 2011 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსი. 1966 წლიდან კითხულობს ლექციების კურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-გეოლოგიაში, მეოთხეული პერიოდის გეოლოგიაში, ბუნების კატასტროფული მოვლენებისა და  გეოეკოლოგიის საფუძვლებში. 1962-2008წწ. გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო სტატია, ცალკეული პუბლიკაცია და მონოგრაფია რუსეთში, უზბეკეთში, თურქეთში, ჩინეთში, შვედეთში, ინგლისში, იტალიაში, აშშ და კანადაში და მათ შორის UNESCO-ს და UNEP-ის ხაზით. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეოთხეული პერიოდის შემსწავლელი და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების კომისიების წევრი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოდინამიკის შემსწავლელი კომისიის ასოცირებული წევრი; რუსეთის ღვარცოფული პროცესების შემსწავლელი საბჭოს ასოცირებული წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდის გეომორფოლოგია", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები და მდგრადი განვითარების პრობლემა საქართველოში და მოსაზღვრე ტერიტორიებზე", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.294-296; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო საინჟინრო-გეოლოგიის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ და საინჟინრო მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს სამთო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: