The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ წვერავა

სიმონ წვერავა
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1905
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1982  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი, ახლანდელი ხონის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1928 წელს.

1930-1931 წლებში იყო გამომცემლობა "ფედერაციის", ხოლო 1952-1953 წლებში "საბჭოთა მწერლის" დირექტორი. პირველი წიგნი "ნოველები" გამოაქვეყნა 1931 წელს. მას ეკუთვნის მოთხრობების ("მოთხრობები", 1940, 1948, 1966; "გმირის ღიმილი", 1950; "მჭედლების უბანში", 1958), მხატვრულ-დოკუმენტური ნარკვევებისა ("ფოლადის გზაზე", 1960; "იმ ბობოქარ დღეებში", 1970; "ოქტომბრის დღეები", 1981) და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებულები ("წერილები ლიტერატურაზე", 1960; "ნარკვევები ქართულ ლიტერატურაზე", 1967).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.311

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: