The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ წიბახაშვილი

გურამ წიბახაშვილი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ფოტოგრაფი, ქიმიკოსი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1982 წელს; აქვე 1990–1994წწ. სწავლობდა ფოტოგრაფიის თეორიას.

1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში; თანამშრომლობს პრესასთან;1985 წლიდან არის "ვიზუალური ბანკის" შექმნის თანაავტორი და თანამშრომელი; 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 390

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1996-)
  • საქართველოს ფოტომხატვართა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • Ulyss : ფოტოალბომი (ავტორი). - თბილისი, საქ. პარლამენტის ეროვნ. ბიბ-კა, 2014. - 196გვ. . - ISBN: 978-9941-0-6839-3

გააზიარე: