The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო ჭანტურია

ლადო ჭანტურია
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქალაქი ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს.

1986-1989წწ. სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1985-1990წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი; 1990-1995წწ. დოცენტი; 1995-1997წწ. პროფესორი; 1993-1996წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი; 1998-1999წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 1999-2004წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; 1991-1996წწ. მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში; 1993-1994წწ. მისი თანაავტორობით მომზადდა კანონი მეწარმეთა შესახებ; 1993-1996წწ. იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში; 1996 წლიდან არის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი კერძო სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში; 2004-2006წწ. ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდიატი მაქს-პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტში(ჰამბურგი); 2006-2009წწ. პროექტის "კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა კერძო სამართალი" ხელმძღვანელი ბრემენის უნივერსიტეტში; 2009-2011წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების უფროსი მრჩეველი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სამართლის რეფორმის პროექტში; 2011-2013წწ. კილის უნივერსიტეტის გასტპროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტი(გერმანია); 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2018 წლის 8 იავრიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან; 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და თურქმენულ ენებზე. სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "უძრავი ნივთების საკუთრება. შედარებითი სამართლებრივი ანალიზი გერმანული სამართლის მაგალითზე", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 395; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.185

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის საბჭო, წევრი (1993-2004)
  • საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათაშორისი კომისია, თავმჯდომარე (2001-2003)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - კილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი(გერმანია)
  • 2012 - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 2009 - ჟურნალი "იურისტი"(ყაზახეთი), პრიზი "საუკეთესო ავტორს"
  • 2006 - გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, სახელმწიფოს წინაშე დამსახურების ჯვრით ("Das Grosse Bundesverdienstkreuz")
  • 2004 - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის პრიზი, 2003 წლის რეფორმატორის წოდება
  • 1996 - ჯორჯ შულცის პრემია, ახალგაზრდა მეცნიერთათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: