The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბესალომ ჭანტურია

აბესალომ ჭანტურია
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1996  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1941 წელს.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რესპუბლიკის სხვადასხვა უწყება-დაწესებულებებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; 1963 წლიდან იყო კავკასიის სამთო მოპოვებითი ტრესტ "ნახშირგეოლოგიის" მმართველის მოადგილე მშენებლობის დარგში; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოიგურ საქმიანობას; იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო წარმოების ეკონომიკისა და მართვის კათედრის დოცენტი; 1975 წლიდან კათედრის გამგე და პროფესორი; იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს და სამშენებლო ინსტიტუტების საკავშირო გაერთიანების კათედრის გამგეთა დარგობრივი საბჭოს წევრი; 4 მონოგრაფიის, 15 სახელმძღვანელო უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისათვის და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი; დიდი წვლილი მიუძღვის მშენებლობის და საერთოდ ტექნიკური დარგების ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა აღზრდაში; იყო საკანდიდატო დისერტაციების ხელმძღვანელი, რეცენზენტი და ოპონენტი; მონაწილეობდა საკავშირო, რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებში და კონფერენციებში; დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.692

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: