The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამბაკო ჭელიძე

ამბაკო ჭელიძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1940  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ამბროლაურის რაიონი.

1895 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ივერიის" რედაქციაში. 1923-1929წწ. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში. 1927 წელს იმოგზაურა ფერეიდანში. ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას. ა. ჭელიძემ მწერლობა მოთხრობების წერით დაიწყო. აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის დიდი ხნის მივიწყებული ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: "სპარსელი ლირიკოსები" (1935), "ირანელი ლირიკოსები" (1936), "მოლა ნასრედინის ანეკდოტები" (1940), ომარ ხაიამის "რობაიათი: (1946). თარგმნა პოემები "ლეილი და მაჯნუნი", "ხოსროვი და შირინი" (1964), "საიდუმლოებათა სალარო"; საადის "გოლესთანი" (1948), "ბუსთანი" (1955). ავტორია წიგნებისა "ფერეიდნელი ქართველები" (1935) და "ექვსი წელი სპარსეთში" (1964).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.384; radiotavisupleba.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქართველ მუსლიმანთა დამხმარე კულტურული საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: