The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჭილაშვილი

გურამ ჭილაშვილი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1990  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1951 წელს.

სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში თეორიული ფიზიკის განხრით, იყო თეორიული ფიზიკის კათედრის თანამშრომელი. 1962-1964წწ. მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აირჩიეს ფიზიკის ფაკულტეტის დეკანად, 1969 წელს კი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მონაწილეობდა ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის შემუშავებაში.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.511

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: