The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჭილაშვილი

ლევან ჭილაშვილი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1930
გარდაცვ. თარიღი:26 აპრილი, 2004  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით 1953 წელს.

1953-1956 წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის  ინსტიტუტის ასპირანტი; 1957-1960 წწ. მისი მოღვაწეობა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გრძელდება უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1960-1970 წწ. ამავე მუზეუმის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია, 1970-1973 წწ. მუზეუმის დერექტორის მოადგილე, ხოლო 1981 წლიდან გარდაცვალებამდე მუზეუმის დირექტორი იყო. 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მისი მთავარი სამეცნიერო სფეროები იყო ანტიკური საქართველოს არქეოლოგია და ისტორია. 1995-2003 წწ. ნეკრესში ლ. ჭილაშვილის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, მისი ვარაუდით, წინარე ქრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ.397; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.150; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.397; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.195

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-2004)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1958-1991 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "ქალაქები და საქალაქო ცხოვრება შუა საუკუნეების საქართველოში" (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა).
  • 2002 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციისა და ფონდების დაცვა-შენახვისა და განადგურებისაგან გადარჩენისსაქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1982 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: