The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ჭუმბურიძე

ბიძინა ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1 ივლისი, 2014  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის ფარმაცევტული ინსტიტუტი 1945 წელს.

1945-1946წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ქიმიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1946-1954წწ. ასისტენტი; 1954-1965წწ. დოცენტი; 1965-1972წწ. პროფესორი; 1972-1997წწ. ამავე კათედრის გამგე; 1972-1994წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პროვიზორი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სამკურნალო საშუალებათა სტანდარტიზაციის ლაბორატორიას; ავტორია  240 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 18 წიგნი, მათ შორის 6 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო; მისი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია 17 დისერტაცია; 9 აპრილს ხელმძღვანელობდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ კომისიას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ღვიძლის ანტრაქინონების შესწავლა", დაიცვა 1952 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "იონმცველი პოლიმერების გამოკვლევა მედიცინაში გამოყენების მიზნით", დაიცვა  1964  წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.354; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფარმაცევტთა საზოგადოება, წევრი (1951-)
  • ფარმაცევტთა საზოგადოების პრეზიდიუმი, თავმჯდომარის მოადგილე
  • ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოპეის კომიტეტი, თავმჯდომარე (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ფარმაცევტული ქიმია : სახელმძღვ. ფარმაციის ბაკალავრებისათვის / ბიძინა ჭუმბურიძე.-თბილისი : განათლება, 1992.-784გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: