The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ხაბაზი

ამირან ხაბაზი
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1953
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 2021  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ აჭყვისთავის სასაფლაო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:იურისტი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს.

1979 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული "შვიდფერი"; ავტორია კრებულებისა: "ჩურჩული" (1983), "მიწიდან ცისკენ" (1987), "ლექსის ფარდაგი" (1990), "სულ საქართველო მეძახდა" (1996), "თუთა გონიოს გალავანში" (1998), "ავტოპორტრეტი ფორთოხლებით" (2001), "ჯიშის სიმღერა" (პროზა, 2002), "ლექსის ქვეყანა" (2003), "ღმერთით, საქართველოვ, ღმერთით" (2008), "ვაზა-ავაზა" (2013). საერთაშორისო დამოუკიდებელ ჟურნალ "აიოს ქართლოსის" გადაწყვეტილებით, სომხურ-ქართული მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი შეუფასებელი წვლილისათვის მიღებული აქვს წმინდა მესროპ მაშტოცის მედალი. აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი. პროზაიკოსი.

წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.comწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.268; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.102

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: