ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ნაზი ხანიაშვილი
დაბადების თარიღი: | 29 ოქტომბერი, 1943 (80 წლის) |
კატეგორია: | ინჟინერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი "სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის" სპეციალობით 1972 წელს.
1994 წლამდე მუშაობდა განათლების უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში პედაგოგად. კითხულობდა ლექციებს საგნებში: "სამშენებლო კონსტრუქციები" და "სამშენებლო მექანიკა". 1982 წლიდან ნათელხედვისა და ნათლადსმენის უნარს იყენებს ავადმყოფთა დისტანციური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში. აქვს სამყაროს მეტაფიზიკური ხედვები. შეისწავლა პირველ ადამიანთა ცნობიერება სამყაროს მიმართ, რომელიც გადმოცემულია მითოლოგია, ეთნოგრაფია, არქეოლოგიურ სიმბოლიკაში. ათწლეულებია მუშაობს ბიბლიური კაბალას და ქართული ანბანის, როგორც სამყაროს გენეტიკური კოდის მეტაფიზიკური სიღრმეების შემეცნებაზე, რომელიც მოიცავს მთლიანად სამყაროს ყველა განზომილებათა ერთიან კოსმიურ პროცესს, წარმოაჩენს ერთიან უწყვეტ გენეტიკურ ჯაჭვს, საქართველოს და ქართული გენის მისიას კაცობრიობისა და სამყაროს წინაშე. 1987 წლიდან გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი სტატია 20-ზე მეტ პოპულარულ და სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. წაკითხული აქვს 100-ზე მეტი საჯარო ლექცია სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, კვლევით ინსტიტუტებში და ფართო საზოგადოების წინაშე.
ბიბლიოგრაფია
- ადამიანის გასხივოსნება (ავტორი). - თბილისი, 2021. - 368გვ.. - ISBN: 9789941830464
- წარმართული ქრისტიანობის კვალი საქართველოში : სტატიები (ავტორი). - თბილისი, 2020. - 68გვ.. - ISBN: 9789941823091
- კოლხეთი ისტორიული ასურეთია და არა საქართველო! (ავტორი). - თბილისი, 2020. - 52გვ.. - ISBN: 9789941820342
- ქართული ცივილიზაციის 8000 წელი : ქართული წელთაღრიცხვები: ქართულ ადამს აქათ - 8000 წელი, ქართული დასაბამითგან - 7600 წელი, ქართული ქრონიკონით - 7600 წელი (ავტორი). - თბილისი, 2018. - 145გვ.. - ISBN: 9789941277382
- ვეფხის-ტყაოსანი და მეტაფიზიკა (ავტორი). - თბილისი, 2016. - 174გვ.. - ISBN: 9789941087042
- შავი ხვრელი პარალელურ სამყაროში გასასვლელი სარკმელი = Черная дыра окно в параллельный мир (ავტორი). - თბილისი, სვეტი+, 2015. - 52გვ.. - ISBN: 9789941077524
- მითოლოგია და არქეოლოგია გლობალური დათბობის შესახებ = Мифология и археология о глобальном потеплении (ავტორი). - თბილისი, სვეტი+, 2014. - 56გვ.. - ISBN: 9789941070495
- ქართველი ერის გენეტიკური წარმომავლობა = Генетическое происхождение грузинской нации (ავტორი). - თბილისი, გლობალ-პრინტი+, 2014. - 32გვ.. - ISBN: 9789941063503
- ოქროს საწმისი - ორი მზის საიდუმლო (ავტორი). - თბილისი, 2013. - 44გვ.
- საქართველო - "შუმერთა უფლის წმინდა გულით არჩეული" "დიდებულ წესთა" ქვეყანა (ავტორი). - თბილისი, გლობალ-პრინტი+, 2013. - 30გვ.. - ISBN: 9789941042850
- ქართული ანბანი სომხების შექმნილი არ შეიძლება იყოს! = Грузинский алфавит не может быть создан армянами! (ავტორი). - თბილისი, გლობალ-პრინტი+, 2013. - 26გვ.. - ISBN: 9789941052729
- ქართველები შუმერთა წინაპრები = Грузины предки Шумеров (ავტორი). - თბილისი, 2013. - 40გვ.. - ISBN: 9789941062179
- ქართული გენი იბერიის ცივილიზაციათა სათავეებთან (ავტორი). - თბილისი, გლობალ პრინტი, 2012. - 423გვ.. - ISBN: 978-9941-0-4699-5
- "შესხმაი ქართველთაი და ქართველთა ენისაი"-იოვანე ზოსიმე : გამოკვლევა (ავტორი). - თბილისი, 2010. - 76გვ.
- სახელდებითისა წიგნთთას პირველთაითისადმნსს: ჯუართა, კუართთა, მცხეთადმნს სუეტისა ცხოველისსას იბერიელთა სდროითთისსსდგანს. ამინ, უფლის წყალობანი (ავტორი). - თბილისი, სვეტი, 2010. - 60გვ.. - ISBN: 978-9941-0-2590-7
- შეიცანი თავი შენი და შეიცნობ სამყროს : გეგმა-კონსპექტი : გეგმა-კონსპექტი (ავტორი). - თბილისი, 2006. - 64გვ.
|