The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ხარაზიშვილი

ალექსანდრე ხარაზიშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, მათემატიკის სპეციალობით 1972 წელს.

1973-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1976-1983წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983-2005წწ. დირექტორი და დისკრეტული მათემატიკის განყოფილების გამგე; 1994-1998წწ. ლოძის უნივერსიტეტის ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის კათედრის მიწვეული პროფესორი; 2006 წლიდან დღემდე არის ა. რზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფეროები: სიმრავლეთა თეორია და უსასრულო კომბინატორიკა, ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია, ზომის თეორია და ფუნქციონალური ანალიზი, ამოზნექილი გეომეტრია. 250 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს ლოძის უნივერსიტეტის (1996) და მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების (2006) პრემიები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი. 

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.303; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2014-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-2014)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: