შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ხარატიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი 2003 წელს; ჰამბურგის თეატრის აკადემია თეატრის რეჟისურის განხრით 2007 წელს; 2005 წელს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტის (მოსკოვი, GITIS) თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე. 1995–1997წწ. სწავლობდა გერმანიაში; 2003 წლამდე გია ჭუბაბრიას ჯგუფში სწავლობდა; 2008 წელს, ჰამბურგში დაბრუნების შემდეგ კი, საკუთარი პიესის სცენაზე განხორციელებისთვის ბევრი იბრძოლა. საბოლოოდ, მისი პიესა, სახელწოდებით "Z", ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მიწვეულ იქნა რამდენიმე ფესტივალზე; მიიღო თეატრალური პრემიები: როლფ-მარესის პრიზი პიესა "აგონიის" დადგმისათვის ჰამბურგის "ლიხტჰოფის" თეატრში (2008) და ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარ პრიზი პიესისათვის "ლივ შტაინი" (2008). სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობა "ფერლაგ დერ აუტორენ"–ის ყურადღება; 2010 წელს ის გახდა ალბერტ ფონ შამისოს პრემიის ლაურეატი, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი ლიტერატორებს გადასცემს; გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემლობათა ასოციაციის პრემია რომანისათვის "ჩემი ნაზი ტყუპისცალი" (2011). ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში; მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში. გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვისადმი დამსახურებისთვის მიღებული აქვს კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი (2023), გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარის ლიტერატურული პრემია (2023). წყარო: ალუმნი-პორტალი: rebraindrain.wordpress.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |