The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ხეროდინაშვილი

ილია ხეროდინაშვილი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1958 წელს; საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1981 წელს; მოსკოვის საგარეო ვაჭრობის აკადემია 1990 წელს; გავლილი აქვს სტაჟირება გერმანიაში.

გაზის გამანაწილებელი სისტემების ზოგადი თეორიის ფუძემდებელი, ახალი ტექნოლოგიების, მსოფლიოს შეცვლის და საქართველოს გაზის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ავტორი, საქართველოში გაზიფიკაციის დაწყების ისტორიული თარიღია 1959 წლის 26 დეკემბერი, როცა ილია ხეროდინაშვილმა, როგორც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანის მეტალურგიული ღუმელების გაზიფიკაციის ხელმძღვანელმა, აანთო ცისფერი ალი მერვე მარტენის ღუმელში. მისი ყველაზე დიდი დამსახურება მეტალურგიაში არის ის, რომ თბოტექნიკურ ლაბარატორიაში (თტლ) შექმნა მარტენისა და გამათბობელი ღუმელების უბნები, ასევე  მეტალურგიული ღუმელების გამართვის მეთოდოლოგია, რომელიც დაფუძნებული იყო მ. გლიმკოვის მეცნიერულ თეორიაზე. საქართველოს დასახლებული პუნქტების გაზიფიკაცია ხორციელდება მისი ინოვაციური ტექნოლოგიებით. იყო ინიციატორი საქართველოს ტერიტორია გამოყენებული ყოფილიყო დერეფნად მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობისთვის, თურქეთში ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით. 2007 წელს, პირეველად მსოფლიოში, მან შეიმუშავა გაზის გამანაწილებელი სისტემების ფუნდამენტური ზოგადი მეცნიერული თეორია, რომელიც გამოიცა მონოგრაფიის სახით. მონოგრაფიის მთავარმა რედაქტორმა იგი აღიარა აღნიშნული თეორიის ფუძემდებლად და ერთ-ერთ ფორმულას ეწოდა მისი სახელი. საქართველოს გაზის დარგში პირველი მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (1998).

1958-1967წწ. მუშაობდა საქართველოს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (რმქ) – მუშად, თბოტექნიკოსად, გაზის მეურნეობის ოსტატად, თბოტექნიკური ლაბორატორიის უფროსად; 1967-1981წწ. საქართველოს გაზიფიკაციის მთავარი სამმართველო (სგმს) "საქმთავარგაზში": ა) 1967-1970წწ. სგმს "საქმთავარგაზის" განყოფილების უფროსად; ბ) 1970-1975წწ. სგმს "საქმთავარგაზის" რესპუბლიკური გამშვებ - გამმართავი სამმართველო "საქორგგაზის" უფროსად, გ) 1975-1981წწ. სგმს "საქმთავარგაზის" უფროსის მოადგილედ; 1981-1988წწ. საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტი (სგსკ) "საქგაზსახკომში": ა) 1981-1985წწ. სგსკ "საქგაზსახკომში" თავმჯდომარის მოადგილედ, ბ) 1985-1988წწ. ტრესტ "თბილგაზის" – ტრესტის მმართველად - სგსკ "საქგაზსახოკომის" თავჯდომარის მოადგილედ; 1988-1993წწ. საკავშირო გაზის მრეწველობის სამინისტრო (სგმს) "მრეწვგაზში": ა) 1988-1990წწ. სგმს "მრეწვგაზის" საწარმოო – გაერთიანება "საქტრანსგაზმრეწვის" – გენერალური დირექტორის მოადგილედ, ბ) 1990-1993წწ. თურქეთში რუსეთის სახელმწიფო საგარეო - ეკონომიკური საწარმოს "გაზექსპორტის" წარმომადგენლად; 1994-1995წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მძიმე მრეწველობისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო მრჩეველად; 1996-2000წწ. შპს "ორგტექსერვისის" გენერალურ დირექტორად; 1997-2001წწ. საპროექტო–საძიებო და სამეცნიერო –კვლევითი ინსტიტუტი "ჰიდროპროექტის" – დირექტორის მოადგილედ თბოენერგეტიკის დარგში; 1999 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკის): ა) 1999-2014წწ. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად, ბ) 2014 წლიდან მრჩეველთა საბჭოს უფროს მრჩევლად. არის 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიის, 39  სტატიის, გამოქვეყნებული სამეცნიერო ჟურნალებში; 24 სამეცნიერო მოხსენების, კონცეფციების და ა.შ.; 32 გამოგონების, მათ შორის დასახლებული პუნქტების გაზიფიკაციის ინოვაციური ტექნოლოგიების; გაზეთის სტატიების, გაზის დარგის პრობლენებზე და ა.შ.; 60 რაციონალიზატორული წინადადებისწინადადებები დაინერგა რმქ-ის მეტალურგიულ ღუმელებზე. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.435

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო (აშშ-ს) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია, წევრი
  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2011-)
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2009 - ღირსების ორდენი
  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 2002 - საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი
  • 1984 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: