The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ხმალაძე

მერაბ ხმალაძე
დაბადების თარიღი:1954  (70 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1974 წელს. სწავლა გააგრძელა მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტის მიზნობრივ ასპირანტურაში. 

1977-1990წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრის მასწავლებლი, შემდეგ დოცენტი; 1990-2006წწ. - დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2006 წლიდან - ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: ხუთი სახელმძღვანელო, ერთი ლექციების კურსი. არის სამეცნიერო ნაშრომების რედაქტორი, სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი. მონაწილეობდა ხუთ საერთაშორისო და ორ რესპუბლიკურ სამეცნიერო-საგრანტო პროექტში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებები და ეკონომიკური შედეგები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.542; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: