The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნური ხომასურიძე

ნური ხომასურიძე
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:2014  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1961 წელს; 1961-1963წწ. იყო კიევის კიბერნეტიკის ინსტიტუტში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი.

1963-2014წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში: 1963-1997წწ. უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2002წწ. მყარი და თხევადი ნაწილებისაგან შემდგარი სხეულების მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე; 2003-2006წწ. მრავალკომპონენტიანი გარემოს მოძრაობის მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე; 2007-2014წწ. მკვლევარი, უფროსი მკვლევარი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ცვლადთა განცალების მეთოდი და დიფერენციალური განტოლებები; დრეკადობის თეორიისა და თერმოდრეკადობის ორ - და სამგანზომილებიანი კლასიკური და არაკლასიკური ამოცანები; სიმეტრიისა და ანტისიმეტრიის პრინციპები უწყვეტი გარემოს მექანიკაში; სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში (ბიპოლარული, ელიფსური, სფერული, ტოროიდალური) დრეკადობის თეორიისა და თერმოდრეკადობის სასაზღვრო და სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები; სოლისებრი და კონუსური სხეულების დრეკადი და თერმოდრეკადი წონასწორობა; კლასიკური და არაკლასიკური ამოცანები არაკუმშვადი სხეულებისათვის (რეზინი); ი. ვეკუას ფირფიტათა და გარსთა თეორია; სტაციონარულ შემთხვევაში ტორნადოსა და სხვა ძაბრის ფორმის მბრუნავი სითხისა და გაზის შესაბამისი ამოცანების მათემატიკური მოდელირება; ამოცანები ბლანტი არაკუმშვადი სითხის სტაციონარულ დინებაზე; პიეზო-ელექტრო თეორიის ამოცანების მათემატიკური მოდელირება. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.307-308

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: