The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ხომერიკი

მანანა ხომერიკი
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1973 წელს.

იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ამჟამად მუშაობს ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის კვლევისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრში. 2012 წლის ივლისში, საბერძნთის კუნძულ ქიოსზე გამართულ მსოფლიო კონგრესზე, ევროკლასიკისა და აკადემია ჰომერიკას მიერ დაჯილდოვდა ჰომეროსის ოქროს მედლით; 2014 წელს საბერძნეთში მიენიჭა კუნძულ ქიოსისა და კუნძულ ოინუსის საპატიო მოქალაქეობა. ეწევა სამეცნიერო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ფილადელფოს კიკნაძის საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოღვაწეობა", დაიცვა 1998 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბაგრატოვანთა სახლი", თანამდგომი წევრი
  • იმერეთი მეფეთა შთამომავლების საზოგადოება, ნამდვილი წევრი (2016-)
  • სოროპტიმისტ ქალთა საერთაშორისო კლუბი "თბილისი", პრეზიდენტი (2011-2012)
  • სოროპტიმისტ ქალთა საერთაშორისო კლუბი "თბილისი", წევრი (1994-2012)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: