The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგი ხორნაული

გიგი ხორნაული
ოფიციალური სახელი:გიორგი ხორნაული
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაწალხევი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1959 წელს.

1960-1961წწ. მონაწილეობდა ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კახეთის დიდ ფოლკლორულ ექსპედიციაში; 1963-1967წწ. მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულის" რედაქტორად; 1967-1969წწ. - "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" სპეციალური სამეცნიერო რედაქციის მეცნიერ-რედაქტორად; 1969 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრასთან არსებული "ონომასტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის" წამყვან მეცნიერად. მოიარა, აღწერა და გამოსაცემად მოამზადა აღმოსავლეთ საქართველოს მთის ყველა კუთხის ტოპონიმია. ცენტრალურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სტატია, ძირითადად სამეცნიერო. მოთხრობების, საბავშვრო პიესების, სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიულეთ-გუდამაყრის ტოპონიმიკა", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ონომასტიკის საკითხები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.512; ვებ-გვერდი "ბურუსი": burusi.wordpress.comscroll.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: