The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ხუნდაძე

სიმონ ხუნდაძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1897
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 1933  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მკვლევარი, ჟურნალისტი, სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კალაგონი, ჩოხატაურის რაიონი.

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; დაამთავრა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტი 1925 წელს.

სტუდენტობისას აქტიურად ჩაება რევოლუციური წრეების საქმიანობაში; 1917 წელს იარაღით ხელში, რუს სტუდენტებთან ერთად იბრძოდა რევოლუციის ბარიკადებზე; იმავე წელს სრულიად ჩამოყალიბებული პუბლიცისტი და ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა და ხელი მიჰყო ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის შესწავლასა და გამომზეურებას; საქართველოში დაბრუნებისთანავე ენერგიულად განაგრძობს მეცნიერულ ლიტერატურულ მოღვაწეობას; მისი პირველი ნაშრომი "ქართული ინტელიგენციის პროფილი XIX საუკუნეში", რომელიც დაიბეჭდა 1927 წელს; საინტერესოდ აშუქებდა ჩვენი ინტელიგენციის სოციალურ-პოლიტიკურ იდეალებს და მისი განვითარების გზებს;  სიმონ ხუნდაძის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები: "სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში", "ნიკო ნიკოლაძე", "გიორგი წერეთელი", "დიმიტრი ყიფიანი", "სოლომონ რაზმაძე", "ივანე მაჩაბელი", "გალაქტიონ ტაბიძე", "არსენას ტიპი ქართულ მწერლობაში" და სხვა; ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრას, იყო ამავე ფაკულტეტის დეკანი, ჟურნალ ქართული მწერლობის რედაქტორი, გამომცემლობების "ქართული წიგნის", "ფედერაციის", "სახელგამის" დირექტორი; ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.419; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.11.-თბ., 1987.-გვ.515<

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: