The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტროფიმე ხუნდაძე

ტროფიმე ხუნდაძე
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 1977  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კალაგონი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია 1909 წელს და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოიის ფაკულტეტზე; 1915 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი.

1912 წელს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1915 წელს დაბრუნდა ქუთაისში. 1919 წელს თბილისში გადმოვიდა და გააგრძელა პედაგოგიური მუშაობა გიმნაზიაში, შემდეგ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1930 წლიდან მუშაობდა უმაღლეს სკოლაში, 1945-1957 წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში. მისი კვლევის საგანი იყო XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის საზოგადოების აზროვნებისა და სახალხო განათლების ისტორია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.515

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: