The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ხუნწარია

რევაზ ხუნწარია
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს; სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინრისა და უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; შემდგომ ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკის რანგში; აწარმოებდა "ენგურჰესისა" და "ჟინვალჰესის" ნაგებობების მეცნიერულ კვლევას; მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის", "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის, შემდგომ "ჟინვალჰესის" მშენებლობის საწარმოო და ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობებზე; მივლინებული იყო ალჟირში, ჰიდროკვანძის ("ჯენტირა") მშენებლობის მთავარი ინჟინრის, შემდგომ დირექტორის თანამდებობებზე, საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში მუშაობდა, "ენგურჰესის", "ჟინვალჰესის", "ვარციხეჰესის", "თბილსრესის" მშენებლობებზე, შემდეგ საპროექტო ინსტიტუტ "საქორგენერგომშენში" მთავარ ინჟინრად, ხოლო ინსტიტუტის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ დაინიშნა ამავე საზოგადოების გენერალურ დირექტორად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; 1998 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი და 5 გამოგონება; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.729-730

ბიბლიოგრაფია

  • თბომომარაგება : სახელმძღვ. პოლიტექნ. ინ-ტის თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1979. - 341გვ.

გააზიარე: