The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ხუსკივაძე

ლეილა ხუსკივაძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელად, შემდგომ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. კვლევის სფეროა შუასაუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნება. 1982 წლიადნ არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხელოვანებათმცოდნე. 1986 წლიდან კი თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი, კითხულობს ბიზანტიის ხელოვნების ისტორიის კურსს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ხელოვნებათმცოდნეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: