The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუზა ხუსკივაძე

იუზა ხუსკივაძე
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2017  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1960 წელს. 

კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობისა და რესტავრაციის ფაკულტეტებზე; იყო ჟურნალ "საქართველოს სიძველენის" თანარედაქტორი; მუშაობდა შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო და საერო მხატვრობის, ირანული სახვითი ხელოვნების საკითხებზე. არის ავტორი შრომებისა: "ირანული სამინიატურო შემოქმედების ერთი საკითხი" (1973), "ქართული საერო მინიატურა XVI-XVIII საუკუნეებში" (1976), "XVI საუკუნის ქართული კედლის მხატვრობის ისტორიიდან" (1992), "ისლამი და ქართული სახვითი ხელოვნება" (1999), "ქართულ ეკლესიათა ხალხური მოხატულობანი" (2003). მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ II (1977), III (1980), IV(1983) და VI (1989) საერთაშორისო სიმპოზიუმებში. საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილების წევრი, საქართველოს საპატრიარქოს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს წევრი. ხელოვნების ისტორიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.596;  გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ვებ გვერდი: gch-centre.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: