The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ ჯაველიძე

ელიზბარ ჯაველიძე
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპეციალობით აღმოსავლური ენები და ლიტერატურა 1961 წელს.

1961-1986წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1986წწ. ალმანახ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1986-1990წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი; 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი; 1992-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1993 წელს გაზეთ "საქართველოს სამრეკლოს" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1994 წელს გაზეთ "კოლხური კოშკის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1995 წელს გაზეთ "სამრეკლოს" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2004წწ. გაზეთ "ერას"  გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2004-2006წწ. გაზეთ "აისის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2015 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1966), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1986).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებ-გვერდი: science.org.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.417; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.176

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", თავმჯდომარე (2002-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1986-2013)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2013-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი
  • 2013 - პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერება
  • 2010 - დავით აღმაშენებლის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: