The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჯამბურია

გივი ჯამბურია
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1924
გარდაცვ. თარიღი:4 ივლისი, 2012  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1946 წელს.

1946-1949წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი, 1951-1981წწ. მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლად, 1975-1981წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად, შემდგომ უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის გამგედ.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა -" საქართველოს სოციალურ - პოლიტიკური განვითარება XVII ს. პირველ ნახევარში", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.534; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: