The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ჯანაშვილი

დიმიტრი ჯანაშვილი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1840
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 1905  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი კახი, ეკლესიის ეზო, საინგილო
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახი, საინგილო.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1865 წელს.

რადგან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძლების საშუალება არ ჰქონდა, თავის მშობლიურ საინგილოს მიაშურა და იქ, სოფელ ყორღანში, სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ყმაწვილების სწავლა-აღზრდის საქმეს; ერთგულად ემსახურებოდა განათლების დანერგვას საინგილოს სოფლებში, აარსებდა დაწყებით სკოლებს და თვით ხელმძღვანელობდა მათ; თორმეტი წელი დაჰყო საინგილოს სოფლებში; 1870 წელს გადავიდა ზაქათლის სამაზრო სკოლაში მასწავლებლად; 1873 წლიდან მუშაობა დაიწყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად, სადაც 1878 წლის სექტემბრამდე მოღვაწეობდა; 1878 წელს მან შეძლო უმაღლეს სასწავლებელში წასასვლელად მოსკოვში წასვლა და სასულიერო აკადემიაში სწავლის გაგრძელება; 1881 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა მასწავლებლად ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში; მის კალამს ეკუთვნის მრავალი ისტორიული და ეთნოგრაფიული წერილები და ნარკვევები; კრიტიკული სტატიები და მეცნიერული გამოკვლევები, სახელმძღვანელო წიგნები და რეცენზიები, რომლებიც სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.727

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1881-1899)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: