The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან ჯანაშია

რუსუდან ჯანაშია
Date of birth:17 August, 1937
Date of death:25 January, 2017  (at 79 years)
Category:Linguist, Scientist, Translator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1960 წელს.

1960 წლიდან არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლაბორანტია; 1968 წლიდან იმავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982 წლის 16 მარტიდან კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; საყურადღებოა რ. ჯანაშიას ნაშრომები აფხაზურისა და მისი ახლომონათესავე ჩერქეზული და უბიხური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებზე, კერძოდ, გამოკვლევა აფხაზური სახარების ენის შესახებ, გრამატიკული კლასის ექსპონენტების თაობაზე, უბიხური ენის ბრუნების სისტემისა და პრევერბების შესახებ; აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ, კავკასიის რეგიონისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში; სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიჰყავდა აფხაზური  და უბიხური ენების კურსები (1995-2006); ქართულად თარგმნა უცხოელი სპეციალისტების ნაშრომები იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ; განსაკუთრებით აღსანიშნავია თარგმანი გამოჩენილი ფრანგი მეცნიერის, აკადემიკოს ჟორჟ დიუმეზილის ნაშრომისა "შესავალი ჩრდილო-კავკასიურ ენათა შედარებით გრამატიკაში", რომელიც 2015 წელს დაიბეჭდა. ცალკე გამოსაყოფია ის დიდი შრომა, რაც რ. ჯანაშიამ გასწია აკად. ს. ჯანაშიას შრომების III და IV ტომების გამოსაცემად მომზადების საქმეში; ასევე მისი მონაწილეობით მომზადებული და 2007 წელს რუსულად გამოცემული ს. ჯანაშიას შრომების კრებული, რომელიც ჩერქეზეთს ეძღვნება; მას ეკუთვნის არაერთი სამეცნიერო ნაშრომი: 45 სტატია და 40 პუბლიკაცია ს. ჯანაშიას პირადი არქივიდან; სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კავკასიოლოგია, აფხაზური და უბიხური ენები; ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიოლოგი. გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ ჯანაშიას შვილი.

სადისერტაციო თემა - "რიცხვითი სახელები აფხაზურ-ადიღურ ენებში", დაიცვა 1977 წელს.

წყარო: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XLV / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2017.-გვ.248 (ice.ge)

Bibliography


Share: