The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჯანბერიძე

ნოდარ ჯანბერიძე
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:31 მაისი, 1997  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტორის სპეციალობით 1949 წელს, ასპირანტურა 1951 წელს.

1949-1985წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1961-1985 წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1973-1981 წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1981-1983 წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგე; 1988-1996წწ. დირექტორი. არქიტექტურის ისტორიკოსი და კრიტიკოსი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. ქართველ არქიტექტორთა და მხატვართა შემოქმედების მკვლევარი. იგი აქტიურად ეხმაურებოდა არქიტექტურული ცხოვრების თვალსაჩინო მოვლენებს. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 537; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.83; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.83; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015., გვ.419

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-1997)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1974-1981)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს სსრ მე-10 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1985-1990)
  • საქართველოს სსრ მე-9 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1980-1985)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, მდივანი (1977-1982)
  • სსრკ სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    უმანიტარულ მეცნიერებათა დარგში ნაშრომისთვის - ქართული არქიტექტურა : მიკროფიშების კრებული // წ. 1: შიდა ქართლი (ინგლისურ ენაზე, გამოცემულია ჰოლანდიის ქ. ლაილენში, 1994)
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: