The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჯანელიძე

ოთარ ჯანელიძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, იკვლევს საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზროვნების, ემიგრაციის, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა საკითხებსა და სხვა. არის 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 12 მონოგრაფიის, საქართველოს ისტორიაში სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. ოთარ ჯანელიძის პირველი წიგნი "26 მაისიდან 25 თებერვლისაკენ", 1990 წელს გამოქვეყნდა. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია გერმანულ,ინგლისურ, ფრანგულ, ბულგარულ, თურქულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. მკვლევარს საერთაშორისო აღიარება მოუტანა პროფესორ ნოდარ ასათიანთან ერთად შექმნილმა წიგნმა "History of Georgia" (2009). საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენერი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უკრაინის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტობა 1900-1917 წლებში", დაიცვა 1986; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ეროვნული-დემოკრატიული პარტიის ისტორია 1917-1923წწ.", დაიცვა 1999 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გიორგი მაჩაბლის სახელობის ფონდი, პრეზიდენტი
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი
  • ევროპის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია "ევროკლიოს", ექსპერტი
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, წევრი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭო, წევრი (2001-2006)
  • ჟურნალი "ქართული ემიგრაცია", რედაქტორი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: