The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანო ჯანელიძე

ჯანო ჯანელიძე
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ჯანელიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1933
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 2009  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.

სკოლის დამთავრებისთანავე სასწავლებლად გაემგზავრა სოხუმში, სადაც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში იყო სოლისტ-მოცეკვავე. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ქორეოგრაფად, გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" კორესპონდენტად, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის უფროს მეცნიერ-რედაქტორად, ალმანახ "რიწისა" და გაზეთების "კოლხური დიადემისა" და "ოქროს საწმისის" მთავარ რედაქტორად. მუშაობდა აფხაზეთის განათლების მინისტრის პოსტზე; უკანასკნელ წლებში იყო აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ყველაფერს აკეთებდა ქართული მწერლობის განვითარებისათვის. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1951 წელს. ეკუთვნის 50 პოეტური და პროზაული კრებული: "სიცარიელე ძველ სანგრებში" (1966), "თიბათვე" (1968), "ოქროსფერი ქვაფენილები" (1970), "არდავიწყება" (1972), "იდუმალება" (1974), "სიზმრის სარკმელი" (1981), "რჩეული" (1983), "ეკლიანი გვირგვინები" (1985) და სხვა. დევნილობაში მყოფი, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აფხაზეთის შემოქმედთა კავშირს ხელმძღვანელობდა. 

წყარო: opentext.org.ge ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.410-411

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის აკადემია, ნამდვილი წევრი
  • აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • ფაზისის აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგის ორდენი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: