შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულნარა ჯაფარიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1946 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელია, შემდეგ სწავლული მდივანი და განყოფილების გამგე; დიდი წვლილი შეიტანა მუზეუმის ფონდების შესწავლისა და ექსპოზიციების მოწყობაში. 1958-1960წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს სახვითი ხელოვნების განყოფილებას; ახალი და უახლესი სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო მკვლევარი სისტემატურად აწყობდა ქართველი მხატვრების ნამუშევართა გამოფენას ჩვენშიც და უცხოეთშიც; მის კალამს ეკუთვნის არა ერთი საინტერესო მონოგრაფია და 150-მდე სტატია; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები თანამედროვე ლითონმქანდაკებლობაზე; საგულისხმოა, რომ თვით ეს ტერმინიც ქართულ ლექსიკაში მანვე შემოიტანა და დაამკვიდრა; საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა სოსო გაბაშვილს, თამარ აბაკელიასა და კორნელი სანაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.426 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |