The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე ჯახაია

ლეონიდე ჯახაია
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 2022  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1956 წელს.

1961 წელს დაიწყო სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრაზე; 1977-1978წწ. მუშაობდა ბულგარეთში, კლიმენტ ოხრიდსკის სახელობის სოფიის უნივერსიტეტში; 1983-1986წწ. - კომენსკის სახელობის ბრატისლავის უნივერსიტეტში; 1980-1993წწ. იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე (სოხუმში), შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის (თბილისში) ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კათედრის გამგე.

მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია გნოსეოლოგიის, მეცნიერებათმცოდნეობისა და კოსმოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები. ფილოსოფიის დარგში ჩამოაყალიბა იდეა იმის შესახებ, რომ მსოფლიო ფილოსოფიის ისტორიაში არსებობს და პარალელურად ვითარდება ფილოსოფოსობის სამი ძირითადი ნაირსახეობა: მეცნიერული (სციენტისტური), ანთროპოლოგიური (ეგზისტენციალური) და რელიგიური (თეოლოგიური) ფილოსოფია, რომლებიც სხვადასხვანაირად ორიენტირებულ ადამიანთა მსოფლმხედველობრივ მისწრაფებას აკმაყოფილებენ. თვითონ დგას მატერიალისტურად ორიენტირებული მეცნიერული ფოლოსოფიის პოზიციებზე. ავტორია 200-ზე მეტი პუბლიკაციისა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ბულგარულ, სლოვაკურ, ჩეხურ ენებზე, მათ შორის, მონოგრაფიებისა, დამხმარე სახელმძღვანელოებისა ფილოსოფიაში, ფუტუროლოგიური რომანისა "Записки Дмитрия Киртадзе" და პოეტური კრებულებისა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.209-210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: