The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჯობაძე

ვახტანგ ჯობაძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1917
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 2007  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და გერმანიაში დარჩა. სწავლობდა გიოტინგენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. 1950 წლიდან ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მუშაობდა იუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში, განაგებდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს. ვახტანგ ჯობაძე იყო ერთადერთი იმდროინდელი ქართველი მკვლევარი, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო-კლარჯეთისა და ანტიოქიის ძეგლები. ავტორია მრავალი მონოგრაფიისა ქართული არქიტექტურის შესახებ, რომლებიც იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ ენებზე. მასვე ეკუთვნის კვიპროსზე ღალიის ქართული მონასტრის ნანგრევების აღმოჩენა (1981). შეისწავლა ანტიოქიაში ქართველ მონაზონთა ცხოვრება, აგრეთვე შავ მთაზე ძელიცხოვლის მონასტერი. ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა ქ. კარლსბადში (აშშ, ნიუ-მექსიკოს შტატი). დაკრძალულია თბილისში. ხელოვნების ისტორიკოსი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიევისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

წყარო: emigrantebi.weebly.comdzeglebi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საისტორიო საზოგადოება, საპატიო წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: