The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ჯონუა

ალექსი ჯონუა
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 1989  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭლოუ, ოჩამჩირის რაიონი.

1956-1966წწ. ჟურნალ "ალაშარას" რედაქტორი; 1966-1974წწ. აფხაზეთის ასსრ განათლების მინისტრი. 1986 წლიდან აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ლექსების ბეჭდვა 1936 წლიდან დაიწყო. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები "დილის სხივები" (1949), "სამშობლოსათვის" (1953), "ფიცი" (1956), "ნაკადი" (1958), "ხვალინდელ დღეს" (1967), "მუდამ ჩვენთან ერთად" (1978), "სისხლი და სიყვარული" (1982). მოთხრობები: "პარტიზანულ კოცონთან" (1960), კრებულები: "მოთხრობები" (1961) და სხვა. მისი თხზულებანი თარგმნილია ქართულ და რუსულ ენებზე. აფხაზი საბჭოთა პოეტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.572; ablit.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1947-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: