The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ ჯორბენაძე

ბესარიონ ჯორბენაძე
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1942
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1993  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს; ასპირანტურა 1968 წელს.

1969-1972წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოპონიმიკის ლაბორატორიის გამგედ; 1972-1981წწ. იყო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტი; 1981 წლიდან - ამავე კათედრის პროფესორი; 1986-1987წწ. - ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1982 წელს მიწვეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართველურ ენათა განყოფილების გამგედ; 1987 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკვანძო საკითხებს, ზმნისა და სახელის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის, ქართული დიალექტოლოგიის ზოგად პრობლემებს და დიალექტთა სისტემურ შესწავლას, ქართველურ ენათა ფონემატურ, გრამატიკულ და ლექსიკურ თავისებურებათა ანალიზს, ზოგადი და ქართული ონომასტიკის აქტუალურ საკითხებს, მხატვრული ტექსტის მეცნიერული ანალიზის პრინციპების ძიებას. მას ეკუთვნის 10 მონოგრაფია და 120-ზე მეტი სხვა გამოკვლევა., განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართული ზმნის საფუძვლიანი შესწავლის საქმეში. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1979 წელს კი - სადოქტორო დისერტაცია.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.609; არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იბერიულ-კავკასიურ ენათა სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ქართული სალიტერატურო ენის სახელმწიფო კომისია, თავმჯდომარის მოადგილე
  • ქართული ენის შესწავლის საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: