The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკა ჯოხაძე

მაკა ჯოხაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1969 წელს, პირველი პროზაული კრებული "გურამ-გურამ" - 1976 წელს და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში, რუსეთსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. მას ეკუთვნის მოთხრობების წიგნები "გადარჩენილი პეიზაჟი" (1984), "შეხვედრა" (1985), პიესები: "ორი ცხოვრება" (1986), "პერსონალური გამოფენა", "სასოწარკვეთილთა თეატრი" და სხვ. 1986 წელს, ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით, იმყოფებოდა ინდოეთში, რაბირდრანთ თაგორის  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. იქ გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ითარგმნა და დაიბეჭდა ბენგალურ ენაზე. 1989 წელს მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. არის სცენარის ავტორი დოკუმენტური ფილმისა - "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის" (1991). 2000 წლიდან გაზეთ (შემდგომში ჟურნალ) "ჩვენი მწერლობის" ჯერ პროზისა, შემდეგ კი პოეზიის განყოფილებების რედაქტორია. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ესეისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.577; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge; გამომცემლობა ინტელექტის ვებსაიტი : intelekti.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.122

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - პრემია "საგურამო"
    სამოთხე უსიყვარულოდ : კრიტიკული წერილები, ესეები და ლიტერატურული პორტრეტები / მაკა ჯოხაძე
  • 1987 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია , პუბლიცისტური წერილებისათვის
  • 1985 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: