The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჯულუხიძე

გრიგოლ ჯულუხიძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:31 მაისი, 2013  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხენიში, სამტრედიის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1969 წელს.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1965 წელს, პირველი წიგნი კი 1968 წელს. მთავარი პოეტური კრებულები: "გალავანი შუა ქალაქში" (1978), "რაც ხანი გადის" (1980), "და მოვა იგი" (1983), "ლექსები და პოემები" (1984). თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ლ. ლევინის (1974), ი. სიკირიცკის (1978), ა. ისკოს (1980), ტ. ბროევის (1983) ლექსები. მისი ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, პოლონურ ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.579; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.260

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1962-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: