The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჯუღელი

დაბადების თარიღი:1925  (99 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1945 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში - ასპირანტურა.

1949 წლიდან იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1951-1966წწ. - ფილოსოფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, შემდეგ ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენდა შემეცნების თეორიისა და ცნობიერების პრობლემა. ცნობიერება იდეალურია, ამიტომ იდეალურის ბუნების გამოკვლევა იმავე დროს ცნობიერების გამოკვლევას წარმოადგენს. იგი ერთმანეთისაგან განასხვავებდა იდეალურის ონტოლოგიურსა და გნოსეოლოგიურ ასპექტებს. იდეალური, ამტკიცებს იგი, სუბიექტურისა და ობიექტურის დიალექტიკური ერთიანობაა, რაც მას ობიექტური სამყაროს სუბიექტურ ასახვად ხდის. იდეალურის შინაარსი ობიექტურია, ხოლო სუბიექტში მისი გამოსახვის ფორმა რელატიური. რელატიურობა, ანუ სუბიექტურობა, იდეალურის გნოსეოლოგიურ დახასიათებას წარმოადგენს. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.217-218

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: