The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ცინცაძე

ზურაბ ცინცაძე
დაბადების თარიღი:1959  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი მართვის ავტომატიზებული სისტემის სპეციალობით 1982 წელს.

1982-1983 წწ. მუშაობდა ინჟინრად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "რადიანში"; 1983-1985 წწ. "ტიუმენლიანდაგმშენებლობის" სამშენებლო-სამონტაჟო N237 მატარებელში ლიანდაგის შემკეთებლად; 1985-1986 წწ. იყო თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის საწარმოო-სადისპეტჩერო განყოფილების დისპეტჩერი; 1986-1987 წწ. ამავე ქარხანაში ამწყობი საამქროს უფროსი ოსტატი; 1987-1988 წწ. ამწყობი საამქროს უფროსის მოადგილე წარმოების დარგში; 1988-1992 წწ. ამწყობი საამქროს უფროსი; 1992-1997 წწ. ფირმა "ჰერმესის" დირექტორის მოადგილე; 1997 წლიდან სააქციო საზოგადოება "ელმავალმშენებლის" გენერალური დირექტორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.155; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.255

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1998-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "მუდმივი დენის ოთხღერძიანი მაგისტრალური ელმავლის შექმნა და სერიულ წარმოებაში დანერგვა"
  • 2002 - საქართველოს საპატიო რკინიგზელი
  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: