მე-18-19 საუკუნეების რუსეთის იმპერიაში აღმოცენებულ სხვადასხვა მიმდინარეობის სექტებს შორის სექტას გამორჩეული ადგილი უკავია.
სექტების წარმოშობის ადრეულ ეტაპებზევე უარყოფილი ტრადიციული მართლმადიდებლური კულტის ნაცვლად ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი და საოჯახო ყოფის მოვლენათა რეგულაციის სპეციფიკური, მხოლოდ დუხობორული ეთნოკონფესიური ჯგუფებისათვის ნიშანდობლივი ახალი სარიტუალო სისტემა, რომელიც სექტის ყველა წევრისათვის სავალდებულო ცხოვრებისეულ ნორმად იქცა.
ნაშრომში განხილულია დუხობორული რწმენისათვის დამახასათებელი ზოგიერთი წეს-ჩვეულება-სამლოცველო შეკრებების თავისებურებანი. "ურთიერთაყვანისცემის" რიტუალი, საკრალური სიმღერების გუნდური შესრულების წესი და ა.შ.