კულტურა

მ. ტაბლიაშვილი

პოლიფონიური ვარიაციების როლი ქართულ კამერულ-ინსტრუმენტულ საანსამბლო მუსიკაში

სტატიაში გამოკვლეულია პოლიფონიური, ძირითადად ოსტინატური ვარიაციების როლი ნ. გუდიაშვილის, ა. შავერზაშვილის, ს. ცინცაძის, ს. ნასიძის კამერულ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. განიხილება როგორც წმინდა ბასო-ოსტინატური (იშვიათად სოპრანო-ოსტინატური) ვარიაციები, ისე მათი ჰიბრიდული შეხამებები ფუგირებულ ფორმასთან (ფუგა-ოსტინატო). ავტორი ეხება თემის აგებულებას, მისი პოლიფონიური ვარირების მეთოდებს, ფაქტურის ტიპებს და რთული კონტრაპუნქტის გამოყენების საკითხებს. გამოვლენილია ოსტინატური ფორმების შინაარსობრივი, კომპოზიციური და დრამატურგიული როლი, ვარიაციათა ადგილმდებარეობა და ფუნქცია ციკლში, რაც დაკავშირებულია ძირითადად მეორადი, "დიდი პოლიფონიური ფორმის" მოვლენასთან. ზემოხსენებული თავისებურებები განხილულია ამ ოსტინატური ქმნილებების ჟანრულ-სახეობრივ მხარესთან კონტექსტში.

 

ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
სარჩევი