სტატიაში განიხილება პოლიფონიური (ფუგა, ფუგატო) და ჰომოფონიური (სონატა) ფორმების თანაფარდობის შედეგად წარმოქმნილი შერეული, სინთეზური კომპოზიცია - პოლიფონიური სონატა, ფუგა-სონატა. შესწავლილია ამ ჰიბრიდული ფორმის გამოვლენის ზოგიერთი ნიმუში დასავლეთ ევროპელ და რუს კომპოზიტორთა ნაწარმოებებში ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. ყურადღება გამახვილებულია ქართულ მუსიკაში, ძირითადად კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში, ფუგა-სონატის (ზოგჯერ ფუგა-რონდო-სონატის) თავისებურებებზე. ნ. გუდიაშვილის, ა. შავერზაშვილის, ს. ცინცაძის, რ. გაბიჩვაძის, ნ. გაბუნიას, კ. როსებაშვილის, ვ. აზარაშვილის ანსამბლებში ნაირგვარი მხატვრული ჩანაფიქრის შესაბამისად ფუგა-სონატის ფორმა ინდივიდუალურ გააზრებას ჰპოვებს.