კულტურა

ს. ხმიადაშვილი

ალექსანდრე შავერზაშვილის პოლიფონიური ციკლები

სტატიაში აღნიშნულია გიმოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ალექსანდრე შავერზაშვილის პოლიფონიური სტილის ზოგიერთი თავისებურება ორი ინსტრუმენტული ციკლის მაგალითზე - "პასაკალია და ფუგა" ფორტეპიანოსათვის, "პრელუდია და ფუგა" ორგანისათვის - სადაც გაანალიზებულია როგორც იმიტაციური, ისე არაიმიტაციური პოლიფონიური ფორმა - ფუგა და ოსტინატური ვარიაციები. ამ უკანასკნელის (ოსტინატური ვარიაციები) კონტექსტში თვით ოპერის ჟანრის ერთი მაგალითიც განიხილება.

ხსენებულ პოლიფონიურ ფორმათა თითოეული კომპონენტის დეტალური ანალიზის შედაგად, ავტორი ცდილობს გამოავლინოს მათი ურთიერთქმედებით მიღწეული მხატვრულ-შინაარსობრივი, კომპოზიციურ-დრამატურგიული დატვირთვა. ეძიებს კავშირებს არა მარტო ერთი ციკლის ფარგლებში, არამედ ციკლებს შორის, რაც კომპოზიტორის ზოგადსტილური მახასიათებლების გამოვლენაში ეხმარება მას. ყურადღება გამახვილებულია ასევე პოლიფონიური და ჰომოფონიური ტრადიციების სინთეზზე.

 

ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
სარჩევი