კულტურა

ქ. შავგულიძე

ართული სცენოგრაფიის საფუძვლები

ტრადიციული ქართული ხალხური სანახაობანი – ყეენობა და ბერიკაობა საკულტო წარმოდგენებისა და წარმართული მისტერიების წიაღში ჩაისახა, შემდგომში ყეენობა ქართველი ხალხის დამპყრობლებთან ბრძოლის ამსახველ დღესასწაულად იქცა, ბერიკაობა კი თავისი ხანგრძლივი არსებობისა და განვითარების მანძილზე ნიღბების საიმპროვიზაციო თეატრად ჩამოყალიბდა.

ყეენობასა და ბერიკაობაში რიტუალური მოკაზმვის სცენის და რეკვიზიტის სიმბოლური დატვირთვის მიუხედავად, ისეთმა მნიშვნელოვანმა სცენოგრაფიულმა ელემენტებმა, როგორიცაა კოსტიუმი, ნიღაბი და გრიმი, საუკუნეების განმავლობაში დაკარგა თავდაპირველი სემანტიკური მნიშვნელობა და სახიობითი ანუ მსახიობის გარდასახვის ფუნქცია შეიძინა. დღესასწაულის მთავარი მოქმედი პირი თაყვანისცემის ობიექტიდან შემსრულებლის ხელოვნების, მსახიობის იმპროვიზაციის, თამაშის მეშვეობით განსახიერებულ გმირად იქცა.

დროთა განმავლობაში სახიობითმა ფუნქციამ დომინანტის მნიშვნელობა შეიძინა.

 

თბილისის სახელმწოფო სამხატვრო აკადემია
სარჩევი