კულტურა

ლ. სიხარულიძე

მოსკოვში დაცული XI საუკუნის ერთი ქართული "სახარების" შესახებ

ქართული "სახარება" Щук - 760, რომელიც მოსკოვშია დაცული, ჩვენი აზრით, ეკუთვნოდა სამეფო ოჯახს ან ქართველ მაღალჩინოსანს.

ეს არაჩვეულებრივი XI საუკუნის ხელნაწერი წიგნის შექმნის ხელოვნებაში შედევრს წარმიადგენს. იგი მდიდრულადაა შემკული მინიატურებით და საზედაო ასოებით. სათაურები შუა ტექსტამდე დაწერილია ოქრო-მელნით, შემდეგ კი ოქროს მელანი არ არის გამოყენებული. იშვიათია მცენარეული ელემენტების გამოყენება საზედაო ასოების შესრულებაში.

ხელნაწერი საჭიროებს განმეორებით რესტავრაციას, რასაც აპირებენ ახლო მომავალში რუსი რესტავრატორები.

 

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი
სარჩევი