არსებობენ მარადიული პერსონაჟები, რომლებიც განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოჩინდებიან სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ხელოვანთა შემოქმედებაში. სწორედ ასეთ პერსონაჟებს განეკუთვნება დონ ხუანი. სტატიაში განხილულია დონ ხუანის სახის რამდენიმე ინტერპრეტაცია. ერთის მხრივ ეპოქალური თავისებურებების გამომხატველი, მეორეს მხრივ კი არქეტიპული გმირის ამოუწურავი მრავალსახოვნების წარმოჩენის კონტექსტში.