მოზარდი თაობის ფიზიკური აღზრდა ხორციელდება სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტსა და ორგანიზაციაში. სკოლამდელი აღზრდა, როგორც წესი, ხდება ოჯახში - იმ პატარა სოციალურ ჯგუფში სადაც ბავშვზე ზრუნავს ყველა. როგორც ჩანს ფიზიკური აღზრდის ისტორიიდან, ფიზიკური აღზრდის კულტურა სპარტაში იყო მკაცრი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სამხედრო ფიზიკურ სავარჯიშოებს. ფიზიკური აღზრდა ყველა ქვეყანაში და ყველა ხალხთან ასოცირდებოდა სამუშაო პროცესსა და სამხედრო მომზადებასთან.
საერთაშორისო სპორტული კავშირების გაფართოება კიდევ უფრო ხაზს უსვამს სპორტის როლს პიროვნების ფორმირების პროცესში და წარმოადგენს პიროვნების მრავალმხრივი განვითარების ნაწილს. სპორტი ამყარებს კარგ დამოკიდებულებას ხალხებს შორის და ეხმარება მოზარდს საერთაშორისო განათლებაში.
ფიზიკური კულტურა და სპორტი წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სფეროს ახალგაზრდების მოღვაწეობაში, აქვს რა პედაგოგიური და სოციალური მნიშვნელობა.