ენათმეცნიერება

მ. შელია

კენკროვან მცენარეთა აღმნიშვნელი სიტყვები ნაშთიანი სეგმენტებით

მოცემულ სტატიაში განხილულია სიტყვაწარმოების თავისებურებებიდან გამომდინარე სიტყვის სტრუქტურაზე პრაქტიკული მუშაობის საკითხი და სიტყვების შემადგენლობაში ნაშთიანი სეგმენტების გამოვლენის პრობლემა. სიტყვის სტრუქტურის დადგენისათვის ჩვენ მიერ გამოყენებულია დეფინიციურ-ასოციაციური მეთოდი. კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს სიტყვის სტრუქტურის ასოციაციური თეორია დამუშავებული პროფ. პ. შუბინისა და სხვა ენათმეცნიერთა მიერ. წინამდებარე ნაშრომში (იხ. ლიტერატურა) სიტყვები ნაშთიანი სეგმენტებით ჩვენს მიერ დაყოფილი იყო 6 სტრუქტურულ ტიპად და 17 ძირითად კლასად. ამჯერად განხილულია I ტიპის (VI კლასის) სიტყვები, რომელიც წარმოდგენილია ფორმულით [R + NC]. მოცემულ ფორმულაში ნაშთიანი სეგმენტი აღნიშნულია ნაშთით R, ხოლო აზრობრივი კომპონენტი კი – NC-თი.

ტიპიურ მაგალითად წარმოდგენილია სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ კენკროვან მცენარეთა სხვადასხვა სახეობას, მეორე კომპონენტით –berry, რომელთა რაოდენობა თანამედროვე ინგლისურ ენაში ითვლის დაახლოებით 100 ერთეულს, სიტყვების შერჩევა წარმოებდა 12 ტომიანი ოქსფორდის ლექსიკონით.

როგორც გამოკვლეული მასალის ანალიზმა გვიჩვენა გამოვლენილ იქნა რამდენიმე სიტყვა ნაშთიანი სეგმენტით, რომლებიც ასოცირდებიან დეფინიციის რომელ წევრთან და არ ასრულებენ ასოციაციურ ფუნქციას ე.ი. არ გააჩნიათ ფუნქციონალური მნიშვნელობა.

განხილული მასალა საინტერესო იქნება ინგლისური ენის შემსწავლელი სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ სიტყვაწარმოების პრობლემებს, კერძოდ, სიტყვათა სტრუქტურის დადგენის საკითხს და ასევე, დაეხმარება მათ ცოდნის გაღრმავებასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი სოხუმის ფილიალი
სარჩევი